საფრანგეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 14 მაისი 1643 |
---|---|
მმართ. დასასრული: | 1 სექტემბერი 1715 |
კორონაცია: | 7 ივნისი, 1654 |
წინამორბედი: | ლუი XIII |
მემკვიდრე: | ლუი XV |
დაბ. თარიღი: | 5 სექტემბერი, 1638 |
გარდ. თარიღი: | 1 სექტემბერი 1715 (76 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალის სასახლე,საფრანგეთი |
მეუღლე: | მარია ტერეზა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XIII |
დედა: | ანა ავსტრიელი |
ხელმოწერა: | ![]() |
ლუი XIV დე ბურბონი "მეფე-მზე" (ფრანგ. Louis XIV de Bourbon "Roi Soleil") (დ. 5 სექტემბერი 1638, სენ-ჟერმენ-ან-ლე,საფრანგეთი – გ. 1 სექტემბერი 1715, ვერსალი, საფრანგეთი) - საფრანგეთის და ნავარის მეფე 1643-1715 წლებში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ლუი XIV დაიბადა სენ-ჟერმენის სასახლეში 1638 წლის 5 სექტემბერს. 1661 წელს გარდაიცვალა კარდინალი მაზარინი. 22 წლის ლუი XIV-ის შესახებ საფრანგეთში ძალზე ცოტა რამ იცოდნენ, რადგან კარდინალი მაზარინის დროს ის არ ჩანდა. ფრანგები უკვე მიჩვეულნი იყვნენ იმ აზრს, რომ მათ სამშობლოს მეფე კი არა, პრემიერ-მინისტრი მართავდა. ამდენად ყველას აინტერესებდა თუ ვის დანიშნავდა ლუი XIV პრემიერ-მინისტრად. ყველასათვის მოულოდნელად მეფემ განაცხადა „მე არ მჭირდება პრემიერ-მინისტრი, მე თვითონ ვიქნები საკუთარი თავის პრემიერ-მინისტრი.“
ლუი XIV-ს არ უყვარდა პარიზი. ის მას აგონებდა 1648-1649 წლების აჯანყებას. ამიტომ პარიზიდან 17 კილომეტრის მოშორებით ააგო სასახლეების და ბაღების ქალაქი ვერსალი, საიდანაც მართავდა ქვეყანას. ლუი XIV იყო ნიჭიერი, მცოდნე და ენერგიული მეფე, მაგრამ თავის თავში არაჩვეულებრივად შეყვარებული პიროვნება, რომლისათვისაც მეფის ღვთიური და შეუზღუდველი ხელისუფლება უდავო ჭეშმარიტება იყო. ის არავითარ სიამოვნებაზე არ ამბობდა უარს და თვლიდა, რომ მეფის გართობაზე და ფუფუნებაზე უამრავი თანხა უნდა დახარჯულიყო, რათა გამოჩენილიყო სახელმწიფოს სიძლიერე, სიმტკიცე და კეთილდღეობა. „ჩემთვის ყველა ხარჯი აუცილებელია“ - უყვარდა თქმა ლუი XIV – „მეფე მზეს,“ როგორც მას უწოდებდნენ. იგი ევროპული თვითმპყრობლის საუკეთესო ნიმუში იყო.
ლუი XIV აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, ცდილობდა საფრანგეთის საზღვრების და გავლენის გაფართოებას, როგორც აღმოსავლეთით ისევე დასავლეთით. მის დროს ფრანგულმა ენამ საერთაშორისო ენის მდგომარეობა მოიპოვა, რაც ნათელყოფდა საფრანგეთის ადგილს საერთაშორისო ურთიერთობებში.
ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში გამეფდა მისი შვილიშვილი ლუი XV.
No comments:
Post a Comment